Thursday, December 26, 2013

მშობელთა კრება

პარასკევს, 27 დეკემბერს 12:00 სთ-ზე, 409 საკლასო ოთახში ჩატარდება მშობელთა კრება, გთხოვთ მობრძანდეთ.

Wednesday, December 11, 2013

ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური კონკურსი

ვეკუას ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ფონდის წარმომადგენელთან საკუთარ სკოლაში და ასევე გადაიხადოს კონკურსში მონაწილეობის საფასური - 7 ლარი და 50 თეთრი შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: 

სს ,,ლიბერთი ბანკი" - GE68LB0113122208048000
სს ,,ბანკი რესპუბლიკა" - GE73BR0000010030399050
სს ,,საქართველოს ბანკი" - GE42BG0000000316658300

ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური კონკურსი გაიმართება 2013 წლის 22 დეკემბერს, კვირას შემდეგი განრიგით:

10:00 სთ - მეორე კლასი; მეშვიდე კლასი;
12:30 სთ - მესამე კლასი: მეექვსე კლასი;
15:00 სთ - მეოთხე კლასი; მეხუთე კლასი;

კონკურსის ჩატარების ადგილებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.vekua.ge, 12 დეკემბერს.

Wednesday, November 27, 2013

კინოხელოვნების წრე

ჩვენს სკოლაში იხსნება კინოხელოვნების წრე, სადაც შეისწავლება მსახიობის ოსტატობა, დიქცია, პლასტიკა, რეჟისურა, ფსიქოლოგია. 
მეცადინეობა ჩატარდება სკოლის შენობაში, კვირაში ორჯერ, თითო საათით. წრის ყოველთვიური გადასახადია 30 ლარი. პირველი ოთხი მეცადინეობა უფასოა. მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ სკოლის საქმისმწარმოებელთან.

Tuesday, October 22, 2013

მშობელთა კრება

ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს 14:30 სთ-ზე ჩატარდება მშობელთა კრება 409 საკლასო ოთახში.

Tuesday, October 1, 2013

მშობელთა კრება

ხუთშაბათს 3 ოქტომბერს 14:30 სთ-ზე, ჩატარდება მშობელთა კრება 409 საკლასო ოთახში.

Monday, September 30, 2013

Friday, September 27, 2013

მშობელთა საყურადღებოდ


ორშააბათს 30 სექტემბერს, აღდგება გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრის გაკვეთილების განრიგი და სწავლა დაიწყებს 9 საათზე.

ინგლისური ენის ოლიმპიადა "KING'S ENGLISH"

ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 2013 წლის 23 სექტმბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. ოლიმპიადის პირველ და მესამე ტურში მონაწილეობა უფასოა, ხოლო მეორე ტურის ღორებულება შეადგენს 15 ლარს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია "კინგსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kings.ge

Sunday, September 15, 2013

მშობელთა საყურადღებოდ

ვართ პირველ ცვლაში და ორშაბათს, 16 სექტემბერს სწავლას ვიწყებთ 8:30 სთ-ზე.

გაკვეთილების ცხრილი და განრიგი



ორშაბათი


  1. ქართული

  2. ისტი

  3. მათებატიკა

  4. ჩვენი გარემო

  5. ინგლისური

სამშაბათი

  1. სპორტი

  2. ქართული

  3. მუსიკა

  4. მათემატიკა

  5. ხელოვნება

  6. ისტორია

ოთხშაბათი

  1. ინგლისური

  2. მათემატიკა

  3. ისტი

  4. ქართული

  5. ჩვენი გარემო

ხუთშაბათი

  1. ჩვენი გარემო

  2. სპორტი

  3. ისტორია

  4. ქართული

  5. რელიგია

პარასკევი

  1. ხელოვნება

  2. ქართული

  3. ინგლისური

  4. მათემატიკა

  5. ისტორია





გაკვეთილების განრიგი

  1. 8:30  სთ. - 9:15     სთ.

  2. 9:20  სთ.  - 10:05   სთ.

  3. 10:10 სთ. - 10:55  სთ.

  4. 11:05 სთ. - 11:50  სთ.

  5. 11:55 სთ. - 12:40  სთ.

  6. 12:45 სთ  - 13:30  სთ.

Thursday, September 12, 2013

სასკოლო წიგნები

ძვირფასო მშობლებო შეგახსენებთ, რომ სწავლა 16 სექტემბერს იწყება. ასევე გთხოვთ მობრძანდეთ პარასკევს 13 სექტემბერს, 10 სთ-ზე 315  ოთახში წიგნების მისაღებად. თან აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები.

ბრძანება სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №103/ნ
2013 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი

მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ12 ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით  სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის  უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების  ზოგადი წესი და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე




დანართი
მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დანართი განსაზღვრავს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით (შემდგომში − სახელმძღვანელოები) უზრუნველყოფის მიზნით  სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის  უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სახელმძღვანელოების გამოყენების  ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს (შემდგომში − წესი).
2. ამ წესის მიზანია სახელმწიფო ქონების დაცვის  გზით სახელმწიფო მატერიალური ფასეულობების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში − საჯარო სკოლა), კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში − კერძო სკოლა), მოსწავლეებზე და მოსწავლის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე.

მუხლი 2. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა
1. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის   მოსწავლეები.
 2. სახელმძღვანელოების მიღების უფლებამოსილება წარმოიშობა საჯარო და კერძო სკოლის მიერ მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გდაცემაზე დადებული ხელშეკრულების (შემდგომში − ხელშეკრულება) საფუძველზე.

მუხლი 3. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები
 
1. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა ფასდება 15 ქულიანი შკალით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) ყდის მდგომარეობა:
ა.ა) დაუზიანებელი − 5 ქულა;
ა.ბ) უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა;
ა.გ) დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა;
ა.დ) მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული  − 1 ან 2 ქულა.
ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე:
ბ.ა) მარკირების გარეშე − 5 ქულა;
ბ.ბ) უმნიშვნელოდ მარკირებული − 4 ქულა;
ბ.გ) მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი −3 ქულა;
ბ.დ) მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
გ) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა:
გ.ა) დაუზიანებელი − 5 ქულა;
გ.ბ) უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა;
გ.გ) დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა;
გ.დ) დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტითა ან/და ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დაზიანების არსებობის შემთხვევაში სახელმძღვანელო ფასდება 0 ქულით;
4. მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო.
5. სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა (შემდგომში − ქულა) შეადგენს 8 ქულას და ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.

მუხლი 4. სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესი
1. საჯარო და კერძო სკოლა ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ მათთვის გადაცემული სახელმძღანელოების შეფასება ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი შკალის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყონ სახელმძღვანელოების გადაცემა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამინისტროს მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეების მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისათვის.
გ) შეაფასონ სახელმძღვანელო ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი შკალით მოსწავლის მშობლისადმი/კანონიერი წარმომადგენლისადმი გადაცემამდე და მისი დაბრუნების შემდეგ;
დ) მოსწავლეს გამოსაყენებლად გადასცენ არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო;
ე) სახელმძღვანელოების მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემაზე დადონ ხელშეკრულება მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.
2. მოსწავლე ვალდებულია:
ა) სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის;
ბ) არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს;
გ) უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა;
დ) გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.
3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა;
ბ) არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის;
გ) სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში სკოლას დაუბრუნოს სახელმძღვანელოები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შკალის მიხედვით არაუმეტეს 3 ქულით გაუარესებულ მდგომარეობაში.

მუხლი 5. სახელმძღვანელოების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი
1. კერძო და საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან აწარმოონ სახელმძღვანელოების ყოველწლიური ელექტრონული რეესტრი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სახელმძღვანელოს დასახელება;
ბ) სახელმძღვანელოს ავტორი;
გ) კლასი, რომელში სწავლებისთვისაც არის განკუთვნილი სახელმძღვანელო;
დ) სახელმძღვანელოს გამოცემის წელი და გამომცემლობა;
ე) სახელმძღვანელოსათვის მინიჭებული ქულა მისი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემამდე და მისი დაბრუნების შემდგომ;
ვ) მოსწავლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი, რომლის სწავლების უზრუნველსაყოფადაც ხდება სახელმძღვანელოს გაცემა;
ზ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;
თ) მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულების თარიღი და ნომერი;
ი) მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი;
2. კერძო და საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების ელექტრონული რეესტრი არაუგვიანეს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით შესაბამისი კლასისათვის გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დასრულების თარიღიდან, ხოლო კერძო და საჯარო სკოლის მიერ წლიური გამოცდების დანიშვნის შემთხვევაში, წლიური გამოცდების დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინონ  სააგენტოს, რაც აძლევს მათ უფლებას შემდგომ სასწავლო წელს მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად მიიღონ სახელმძღვანელოები.

მუხლი 6. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა

1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულებისა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, ასევე სახელმძღვანელოს დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო იდენტური შინაარსის და რედაქციის  სახელმძღვანელოთი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ართმევს უფლებას მომდევნო საწავლო წელს, მოსწავლის სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის მიზნით, დადოს ხელშეკრულება საჯარო ან/და კერძო სკოლასთან.
4. ობიექტური გარემოების არსებობისას, სამინისტრომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედების მოსწავლის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე გაუვრცელებლობის შესახებ.

Wednesday, May 29, 2013

მშობელთა საყურადღებოდ

30 მაის 14:30 სთ-ზე, 311 საკლასო ოთახში ჩატარდება მშობელთა კრება. 

საშინაო დავალება 29.05.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 111) # 9; 
(გვ. 112) # 10, 11;
(გვ. 115) #10, 11;
(გვ. 116) #12, 13, 17, 18;

აქტივობის რვეული
(გვ. 121) დავალება: 3, 4
ინგლისური
(P. 119) ზეპირად

Tuesday, May 14, 2013

საშინაო დავალება 14.05.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 171) # 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98 
(გვ. 172) # 99, 100

აქტივობის რვეული
(გვ. 112) დავალება: 3;
(გვ. 113) დავალება: 4.
ინგლისური
(P. 111) ტექსტი კითხვით და თარგმნით;
chop, mend, pull, jungle, sail - სიტყვები ორ-ორ ხაზზე გამოსაწერი და სასწავლი.

Monday, May 13, 2013

საშინაო დავალება 13.05.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 170) # 83, 84, 85;

ამოცანა
9 ყუთში - 180 კგ მაკარონი ეტევა
? ყუთი - 520 კგ მაკარონისთვის
ქართული ენა და ლიტერატურა

(გვ. 126) "ორშაბათი მძიმე დღეა" (თხრობით)
(გვ. 128) კითხვებზე პასუხი
აქტივობის რვეული

(გვ. 112) დავალება: 1, 2.
ბუნება
(გვ. 96) უსაფრთხო ქცევის წესები (სასწავლი)

საგზაო ნიშნები რვეულში გადაიტანეთ და მიუწერეთ თუ რას აღნიშნავს.
ბუნება
(რვეული)
(გვ. 53) დასაწერი

Saturday, May 11, 2013

საშინაო დავალება 11.05.2013


ქართული ენა და ლიტერატურა
გაარჩიეთ წინადადებები:

  1. მათ წინ კოლხეთის ველი თვალწარმტაცად მოჩანდა.
  2. გუშინ პეტრემ ცელქ ბიჭებს საზეიმოდ გამოუცხადა სათაფლიაში წასვლა.
ბუნება

(გვ. 94-95) "ადამიანი და დასვენება"

Friday, May 10, 2013

მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის"

საქართველოს განათლებისა და მცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ატარებენ მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2013“.
კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარსიხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩატარების წესები:
  • მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
  • შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
  • ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
  • ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ამოცანები. ინტერნეტშეჯიბრის მისამართია http://concurs.mziuri.ge
  • ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 2 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.
რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 31 მაისის 18 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ ფურცელზე ან ელექტრონულად.
სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.
რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დარეკეთ ან მიმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მესამე სართული.
ტელეფონი - 295-45-75, 291-03-17, 229-48-61,  599-50-93-56.
ელფოსტა - info@mziuri.ge
ვებმისამართი - www.mziuri.ge

 ინფორმაციის წყარო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საშინაო დავალება 10.05.2013


აქტივობის რვეული
(გვ. 112) დავალება: 1, 2

Wednesday, May 8, 2013

საშინაო დავალება 08.05.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
8 ტ 97 კგ - 3 ტ 120 კგ =;
4 დმ 58 სმ - 5 მ 8 სმ =;
2 სთ 42 წთ + 6 სთ 18 წთ =;
8 სთ 40 წთ - 5 სთ 8 წთ =;

376 : 4 + 235 * 27 - (1709 - 806)=;
37806 : 2 + 27500 : 5 - 25*13 =;

ამოცამა:
ქართული ენა და ლიტერატურა

(გვ.126) " ორშაბათი მძიმე დღეა" (კითხვით)


"კეთილი უჩინმაჩინები" –დან ამოწერეთ სულიერი არსებითი სახელები, ზმნისზედები, ნაცვალსახელები და კავშირები.

Wednesday, May 1, 2013

საშინაო დავალება 01.05.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ.169) # 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82
ქართული ენა და ლიტერატურა


შევადგინოთ წინადადებები შემდეგი სიტყვების გამოყენებით:


  1. კეთილგანწყობილი ( ვინმეს მიმართ კეთილად განწყობილი);
  2. კეთილსინდისიერი (პატიოსანი);
  3. კეთილგონიერი (გონიერი, ჭკვიანი);
  4. კეთილდღეობა (კარგი, ბედნიერი ცხოვრება);
  5. კეთილისმყოფელი (ვინმესთვის სიკეთის მსურველი);
  6. კეთილმეზობლობა (კარგი მეზობლობა);
  7. კეთილმოსაგონარი (სასიამოვნო მოსაგონარი);
  8. კეთილმოსურნე (ვინმესთვის სიკეთის მსურველი);
  9. კეთილსაიმედო (საიმედო, მისანდობი);
  10. კეთილშობილი (დიდსულოვანი, პატიოსანი, კაცთმოყვარე).

Tuesday, April 30, 2013

საშინაო დავალება 30.04.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 168) # 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55,56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71.

ქართული ენა და ლიტერატურა
(გვ. 124) კითხვაბზე პასუხი (გაგებაზე, გააზრებაზე, შეფასებაზე) 
რელიგიების ისტორია და კულტურა
(გვ. 99) "წინასწარმეტყველები" (სასწავლი)  დავალებები (დასაწერი);
მე-15 პარაგრაფიდან - 26-ის ჩათვლით გასამეორებელი.

Monday, April 29, 2013

საშინაო დავალება 29.04.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 167) # 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24;
(გვ. 168) # 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38;
გვ. 191-სასწავლი
ქართული ენა და ლიტერატურა

(გვ. 122) "კეთილი უჩინმაჩინები" (I თავი თხრობით, II თავი კითხვით)
აქტივობის რვეული

(გვ. 110) დავალება: 1, 2.
(გვ. 111) დავალება: 3
ბუნება
(გვ. 93) ორგანიზმის გაკაჟება (სასწავლი)

Saturday, April 27, 2013

საშინაო დავალება 27.04.2013



მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 165) # 1, 2, 3, 4, 5
(გვ. 166) # 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14

ქართული ენა და ლიტერატურა
(გვ.122) "კეთილი უჩინმაჩინები" (I თავი თხრობით);

გაარჩიეთ შემდეგი წინადადებები:

  1. მხატვარი ქუჩაში დადიოდა.
  2. თავზარდაცემული ხოხობი უმალ წამოიჭრა.
  3. სახესისხლიანი მეომარი უკან ამობრუნებულიყო.
  4. საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა გორაკზე დაასაფლავეს.
  5. მოლაღურმა ბევრი იტირა.
წიგნის სამყარო
(გვ. 78) "კარში გამო ჭია-ჭია მარია" (ზეპირად)

Friday, April 26, 2013

საშინაო დავალება 26.04.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 163)  #  2
(გვ. 164) # 3, 4, 5
ქართული ენა და ლიტერატურა


(გვ. 122)   "კეთილი უჩინმაჩინები" (I თავი კითხვით);

შეადგინეთ წინადადებები შემდეგი სიტყვების გამოყენებით:

  1. ყურებამდე გაწითლდა (ძალიან შერცხვა)
  2. ყურების ჩამოყრა (მოწყენა)
  3. ყურების გამოჭედვა (თავის მობეზრება)
  4. ყურებზე ხახვი არ დამაჭრა (ვერ მომერევი)
  5. ყურებში ბამბის დაცობა (განგებ არ მოსმენა)
  6. ყურის დაგდება (მოსმენა)
  7. ყურის მოკვრა (შემთხვევით მოსმენა)
  8. ყურის შებერტყვა (გამოფხიზლება)
  9. ყურისძირში (იქვე,სულ ახლოს, გვერდით)
ინგლისური
(p. 106) Sea Creature (თხრობით და წერით)
ბუნება
(გვ. 92) ადამიანი და გარემო

ბუნება
(რვეული)
78-ე დავალების ჩათვლით

Thursday, April 25, 2013

საშინაო დავალება 25.04.2013


მათემატიკა
(II ნაწილი)
(გვ. 162) # 5;
(გვ. 163) #1, 6;
აქტივობის რვეული
(გვ. 109) 3, 4

წიგნის სამყარო
(გვ. 72) "ტყის მცველები" (თხრობით);