Wednesday, December 11, 2013

ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური კონკურსი

ვეკუას ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ფონდის წარმომადგენელთან საკუთარ სკოლაში და ასევე გადაიხადოს კონკურსში მონაწილეობის საფასური - 7 ლარი და 50 თეთრი შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: 

სს ,,ლიბერთი ბანკი" - GE68LB0113122208048000
სს ,,ბანკი რესპუბლიკა" - GE73BR0000010030399050
სს ,,საქართველოს ბანკი" - GE42BG0000000316658300

ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური კონკურსი გაიმართება 2013 წლის 22 დეკემბერს, კვირას შემდეგი განრიგით:

10:00 სთ - მეორე კლასი; მეშვიდე კლასი;
12:30 სთ - მესამე კლასი: მეექვსე კლასი;
15:00 სთ - მეოთხე კლასი; მეხუთე კლასი;

კონკურსის ჩატარების ადგილებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.vekua.ge, 12 დეკემბერს.

11 comments:

  1. გამარჯობა!სად შეიძლება ვნახოთ კონკურსის შედეგები?

    ReplyDelete
  2. ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება თებერვლის დასაწყისში, მათ საიტზე www.vekua.ge-ზე.

    ReplyDelete
  3. არ ფიქრობთ, რომ ასე დროში გაწელილი ოლიმპიადის შედეგები გამოიწვევს უნდობლობასა და ინტერესის დაკარგვას? სამწუხაროდ ეს ასეა.

    ReplyDelete
  4. იმედი მაქვს, რომ ეჭვქვეშ არ დააყენებენ თავიანთ რეპუტაციას და უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ შედეგებს.

    ReplyDelete
  5. გეთანხმებით, მოლოდინით დავიღალეთ.

    ReplyDelete
  6. iqneb siaxleebshi gecnobebinat ras rodis sa sad gadascemt diplomebs, an ufro zustad agexsnat ras nishnavs iyo fondis wevri? zalian dagvgalet. sworad iqcevit olimpiadebs saxelebs rom ucvlit, imitom rom vinc ertxel miigo tqventan monawileoba, meored agar moisurvebs

    ReplyDelete
  7. თქვენს კითხვებზე პასუხის მისაღებად მისწერეთ მათ, თავიანთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@vekua.ge ან დაურეკეთ ნომერზე 2 307 327.

    ReplyDelete
  8. ქალბატონო მაია, დავრეკეთ აღნიშნულ ტელეფონზე, მაგრამ არ პასუხობენ, არც ფოსტას ეხმიანებიან. ამიტომ ვწერთ აქ. თუმცა აგარც მაინტერესებს, მაგრამ ასეთი უპასუხისმგებლობა არ უნდა იკადროს მან , ვინც იკადრა.

    ReplyDelete
  9. რაც საქართველოში ოლიმპიადები არსებობს ბოლო 5 წლის მანძილზე ყველგან მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი ოლიმპიადა ჯერ არ შეგვხვედრია. ტელეფონზე ვერ დაუკავშირდები, ელექტრონულ ფოსტაზე არ გპასუხობენ. ბავშ ვმა გაიმარჯვა და არც დაჯილდობა, არც არაფერი.

    ReplyDelete
  10. ასეთი ორგანიზაციები, ვინც ასე ეპყრობიან ბავშვებს, ატყუებენ, იმედს უცრუებენ, ღირსნი არიან ვიღაცამ ითავოს და უჩივლოს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაში. თავი მოსწონთ- საქართველის მასშტაბით ჩავატარეთ კონკურსიო. სინამდვილეში-საქართველოს მასშტაბით მოატყუეს ბავშვებით.

    ReplyDelete