Friday, May 10, 2013

მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის"

საქართველოს განათლებისა და მცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ატარებენ მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2013“.
კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარსიხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩატარების წესები:
  • მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
  • შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
  • ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
  • ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ამოცანები. ინტერნეტშეჯიბრის მისამართია http://concurs.mziuri.ge
  • ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 2 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.
რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 31 მაისის 18 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ ფურცელზე ან ელექტრონულად.
სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.
რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დარეკეთ ან მიმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მესამე სართული.
ტელეფონი - 295-45-75, 291-03-17, 229-48-61,  599-50-93-56.
ელფოსტა - info@mziuri.ge
ვებმისამართი - www.mziuri.ge

 ინფორმაციის წყარო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

No comments:

Post a Comment