მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გაცნობებთ, რომ გადავდივართ ელექტრონულ სწავლებაზე. სწავლებისთვის გამოვიყენებთ ოფის 365. აღნიშნული პროგრამაში შესასვლელად გიგზავნით ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ინსტრუქციას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები.
- პირველ რიგში ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ვიდეო ინსტრუქციას და მერე დაიწყეთ ფოსტის გააქტიურება;
- ფოსტის მისამართი და პაროლი ზუსტად აკრიფეთ თორემ რამდენჯერმე არასწორედ აკრეფის შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით სისტემა დაბლოკავს თქვენს ანგარიშს. ჯობია თუ დააკოპირებთ მისამართს და პაროლს შესაბამის ველებში.
- ვინც ვერ მოახერხებს პირველ ჯერზე, არ იჩქაროთ კიდევ ერთხელ სცადეთ თუ არც შემდგომ გამოგივათ მერე დამიკავშირდით;
- ახალი პაროლები აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ სადმე.
- Outlook ფოსტიდან ჩემი ფოსტის jibgashvili.maia1@teachers.gov.ge მისამართზე მომწერეთ წერილი რათა მივხვდე რომ თქვენ წარმატებით გაართვით თავი ანგარიშის გააქტიურებას.
No comments:
Post a Comment