საკლასო ოთახში და სახლში მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი უსაფრთხოების ნორმები:
- არ დააგდოთ ძირს, არ დაარტყათ ან არ დადგეთ ნეთბუქზე.
- არ დააწყოთ მძიმე ნივთები ნეთბუქზე.
- დადეთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
- არ მიირთვათ საკვები და სასმელი ნეთბუქთან მუშაობისას.
- სავენტილაციო ხვრელები არ დაფაროთ ნაჭრით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეთბუქის გადახურება. მაგალითად, ჩართულ მდგომარეობაში არ ჩადოთ ჩანთაში ან რაიმე არავენტილირებად კონტეინერში.
- ექსტრემალური ამინდის პირობებში (ძალზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის დროს) ნეთბუქი არ გამოიყენოთ და შეეცადეთ შეინახოთ ნორმალური ტემპერატურის პირობებში.
- არ მოათავსოთ ძლიერი მაგნიტური ველის ზეგავლენის ქვეშ.
- არ მოათავსოთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.
- არ მოათავსოთ ცეცხლთან ან სხვა მაღალი ტემპერატურის წყაროსთან ახლოს.
- არ დაასველოთ წვიმაში; არ დაატენიანოთ.
- ნეთბუქის მონიტორი არ დაასველოთ წყლით ან საწმენდი საშუალებებით.
- არ გაწმინდოთ ნეთბუქი, როდესაც ჩართულია ელექტროენერგიის წყაროში.
- სანამ გაწმენდთ, დარწმუნდით, რომ ნეთბუქი გამორთულია. გაწმინდეთ ოდნავ ტენიანი რბილი ქსოვილით.
- LCD მონიტორის მტვრისგან დასაცავად ნეთბუქი შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში.
No comments:
Post a Comment