Tuesday, March 24, 2020

Teams-ის აპლიკაციის ინსტალაცია

მოგესალმებით. კარგი იქნება თუ თქვენს კომპიუტერებში და მობილურებში დააყენებთ Teams-ის აპლიკაციას, რადგან ყოველ ჯერზე არ მოგიწევთ ბრაუზერის გახსნა შესაბამისი მისამართის აკრეფა, ელექტრონული ფოსტის და პაროლის შეყვანა. შეტყობინებების და გამოგზავნილი დავალებების ნახვას შეძლებთ უფრო სწრაფად. კომპიუტერში Teams-ის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ email.mes.gov.ge-დან.
ხოლო მობილურისთვის? უნდა შეხვიდეთ Play Store-ში. საძიებო ველში ჩაუწეროთ Microsoft Teams. აირჩიოთ შესაბამისი პროგრამა და დააინსტალიროთ.


დღეს ყველას 15 საათზე გელოდებით Teams-ში V-3 კლასში.

No comments:

Post a Comment