Thursday, March 26, 2020

შეხვედრის დრო Team-ში


დღეს 26 მარტს ყველა მოსწავლეს 15 საათზე ველოდები Teams-ში V-3 კლასში.

Tuesday, March 24, 2020

მოსწავლეთა საჭიროების დადგენის კითხვარი

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთვის დგინდება მოსწავლეების წვდომა  ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე. მშობლებს გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი 25 მარტამდე.

კითხვარი

Teams-ის აპლიკაციის ინსტალაცია

მოგესალმებით. კარგი იქნება თუ თქვენს კომპიუტერებში და მობილურებში დააყენებთ Teams-ის აპლიკაციას, რადგან ყოველ ჯერზე არ მოგიწევთ ბრაუზერის გახსნა შესაბამისი მისამართის აკრეფა, ელექტრონული ფოსტის და პაროლის შეყვანა. შეტყობინებების და გამოგზავნილი დავალებების ნახვას შეძლებთ უფრო სწრაფად. კომპიუტერში Teams-ის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ email.mes.gov.ge-დან.
ხოლო მობილურისთვის? უნდა შეხვიდეთ Play Store-ში. საძიებო ველში ჩაუწეროთ Microsoft Teams. აირჩიოთ შესაბამისი პროგრამა და დააინსტალიროთ.


დღეს ყველას 15 საათზე გელოდებით Teams-ში V-3 კლასში.

Saturday, March 21, 2020

ანგარიშის გააქტიურება


მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გაცნობებთ, რომ გადავდივართ ელექტრონულ სწავლებაზე. სწავლებისთვის გამოვიყენებთ ოფის 365. აღნიშნული პროგრამაში შესასვლელად გიგზავნით ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ინსტრუქციას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები.

  1. პირველ რიგში ყურადღებით  გაეცანით ქვემოთ მოცემულ ვიდეო ინსტრუქციას და მერე დაიწყეთ ფოსტის გააქტიურება;
  2. ფოსტის მისამართი და პაროლი ზუსტად აკრიფეთ თორემ რამდენჯერმე არასწორედ აკრეფის შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით სისტემა დაბლოკავს თქვენს ანგარიშს. ჯობია თუ დააკოპირებთ მისამართს და პაროლს შესაბამის ველებში. 
  3. ვინც ვერ მოახერხებს პირველ ჯერზე, არ იჩქაროთ კიდევ ერთხელ სცადეთ თუ არც შემდგომ გამოგივათ მერე დამიკავშირდით;
  4. ახალი პაროლები აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ სადმე.
  5. Outlook ფოსტიდან ჩემი ფოსტის jibgashvili.maia1@teachers.gov.ge მისამართზე მომწერეთ წერილი რათა მივხვდე რომ თქვენ წარმატებით გაართვით თავი ანგარიშის  გააქტიურებას.