Monday, November 2, 2020

ელექტრონულ ჟურნალი

მოგესალმებით. თქვენი შვილის ნიშნები შეგიძლიათ ნახოთ ელექტრონულ ჟურნალში შემდეგ მისამართზე https://onlineschool.emis.ge/auth ან teams-დან გადახვიდეთ. ქვემოთ მოცემულია ელექტრონულ ჟურნალში დარეგისტრირების და გამოყენების ინსტრუქციები.





Wednesday, June 17, 2020

სახელმძღვანელოების ჩაბარების თარიღი

მოგესალმებით. გთხოვთ 19 ივნის 16:00 საათზე სკოლაში მოიტანოთ სახელმძღვანელოები. მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დამიდასტურეთ, რომ გაეცანით ინფორმაციას.


Sunday, April 5, 2020

დისტანციური სწავლების ცხრილი

მოგესალმებით. სკოლამ შეადგინა გაკვეთილების ცხრილი დისტანციური სწავლების პერიოდისთვის. ორშაბათიდან ამ ცხრილის მიხედვით ჩატარდება გაკვეთილები Teams-ში.

Wednesday, April 1, 2020

ტელე სკოლის ცხრილი


მოგესალმებით იცით, რომ 30 მარტს დაიწყო ტელე გაკვეთილები. გთხოვთ გაეცნოთ V კლასის ტელე გაკვეთილების ცხრილს და უყუროთ ტელე სკოლას.

ორშაბათი

10:00 -10:15    ჩვენი საქართველო
10:20 -10:35   მათემატიკა
10:40 -10:55   სახვითი ხელოვნება
  



ოთხშაბათი

10:00 -10:15  ქართული
10:20 -10:35 ბუნება
10:40 -10:55 მუსიკა

პარასკევი 

ინგლისურის დრო
13:00 -13:15  ინგლისური  I  დონე
13:20 -13:35  ინგლისური   II დონე
13:40 -13:55  ინგლისური  III დონე
  
შაბათი
 
11:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „სამი ქალაქის ამბავი”
12:00  ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები
12:15  ცეკვის გაკვეთილი
12:30  ჭადრაკის გაკვეთილი
12:45  მუსიკის გაკვეთილი დათო ევგენიძესთან ერთად
13:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „ლურჯი პლანეტა“
14:00  დოკუმენტური ფილმი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“
14:30  ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი  „ბერძნული მითები და სარწმუნო წყაროები“
15:30  ბიოგრაფიული ფილმი  „ანტუან სენტ ეგზიუპერი“

კვირა

11:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „სამი ქალაქის ამბავი”
12:00 ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები
12:15  ცეკვის გაკვეთილი
12:30  ჭადრაკის გაკვეთილი
12:45  მუსიკის გაკვეთილი დათო ევგენიძესთან ერთად
13:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „ლურჯი პლანეტა“
14:00  დოკუმენტური ფილმი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“
14:30  ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი  „ბერძნული მითები და სარწმუნო წყაროები”
15:30  ბიოგრაფიული ფილმი „პავაროტი – პოპულარული მომღერალი“

Thursday, March 26, 2020

შეხვედრის დრო Team-ში


დღეს 26 მარტს ყველა მოსწავლეს 15 საათზე ველოდები Teams-ში V-3 კლასში.

Tuesday, March 24, 2020

მოსწავლეთა საჭიროების დადგენის კითხვარი

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთვის დგინდება მოსწავლეების წვდომა  ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე. მშობლებს გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი 25 მარტამდე.

კითხვარი

Teams-ის აპლიკაციის ინსტალაცია

მოგესალმებით. კარგი იქნება თუ თქვენს კომპიუტერებში და მობილურებში დააყენებთ Teams-ის აპლიკაციას, რადგან ყოველ ჯერზე არ მოგიწევთ ბრაუზერის გახსნა შესაბამისი მისამართის აკრეფა, ელექტრონული ფოსტის და პაროლის შეყვანა. შეტყობინებების და გამოგზავნილი დავალებების ნახვას შეძლებთ უფრო სწრაფად. კომპიუტერში Teams-ის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ email.mes.gov.ge-დან.
ხოლო მობილურისთვის? უნდა შეხვიდეთ Play Store-ში. საძიებო ველში ჩაუწეროთ Microsoft Teams. აირჩიოთ შესაბამისი პროგრამა და დააინსტალიროთ.


დღეს ყველას 15 საათზე გელოდებით Teams-ში V-3 კლასში.

Saturday, March 21, 2020

ანგარიშის გააქტიურება


მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გაცნობებთ, რომ გადავდივართ ელექტრონულ სწავლებაზე. სწავლებისთვის გამოვიყენებთ ოფის 365. აღნიშნული პროგრამაში შესასვლელად გიგზავნით ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ინსტრუქციას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები.

  1. პირველ რიგში ყურადღებით  გაეცანით ქვემოთ მოცემულ ვიდეო ინსტრუქციას და მერე დაიწყეთ ფოსტის გააქტიურება;
  2. ფოსტის მისამართი და პაროლი ზუსტად აკრიფეთ თორემ რამდენჯერმე არასწორედ აკრეფის შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით სისტემა დაბლოკავს თქვენს ანგარიშს. ჯობია თუ დააკოპირებთ მისამართს და პაროლს შესაბამის ველებში. 
  3. ვინც ვერ მოახერხებს პირველ ჯერზე, არ იჩქაროთ კიდევ ერთხელ სცადეთ თუ არც შემდგომ გამოგივათ მერე დამიკავშირდით;
  4. ახალი პაროლები აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ სადმე.
  5. Outlook ფოსტიდან ჩემი ფოსტის jibgashvili.maia1@teachers.gov.ge მისამართზე მომწერეთ წერილი რათა მივხვდე რომ თქვენ წარმატებით გაართვით თავი ანგარიშის  გააქტიურებას.

Friday, February 14, 2020

მშობელთა კრება

სამშაბათს 18 თებერვალს 15:00 სთ-ზე 308 კაბინეტში ჩატარდება მშობელთა კრება. გთხოვთ მობრძანდეთ.

Thursday, January 16, 2020

მშობელთა საყურადღებოდ

მოგესალმებით. იმისათვის, რომ Khan Academy-ში იმუშაოს თქვენმა შვილმა საჭირო თქვენი თანხმობა. გთხოვთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე არსებული წერილის საშუალებით უფრო დაწვრილებით გაეცნოთ ინფორმაციას. თანხმობის შემთხვევაში ამობეჭდოთ აღნიშნული წერილი ხელი მოაწეროთ და  მომაწოდოთ უახლოეს პერიოდში.