Monday, October 5, 2015

ნეთბუქის უსაფრთხოების ძირითადი ნორმები


საკლასო ოთახში და სახლში მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი უსაფრთხოების ნორმები:

  1. არ დააგდოთ ძირს, არ დაარტყათ ან არ დადგეთ ნეთბუქზე.
  2. არ დააწყოთ მძიმე ნივთები ნეთბუქზე.
  3. დადეთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
  4. არ მიირთვათ საკვები და სასმელი ნეთბუქთან მუშაობისას.
  5.  სავენტილაციო ხვრელები არ დაფაროთ ნაჭრით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეთბუქის გადახურება. მაგალითად, ჩართულ მდგომარეობაში არ ჩადოთ ჩანთაში ან რაიმე არავენტილირებად კონტეინერში.
  6. ექსტრემალური ამინდის პირობებში (ძალზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის დროს) ნეთბუქი არ გამოიყენოთ და შეეცადეთ შეინახოთ ნორმალური ტემპერატურის პირობებში.
  7. არ მოათავსოთ ძლიერი მაგნიტური ველის ზეგავლენის ქვეშ.
  8. არ მოათავსოთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.
  9. არ მოათავსოთ ცეცხლთან ან სხვა მაღალი ტემპერატურის წყაროსთან ახლოს.
  10. არ დაასველოთ წვიმაში; არ დაატენიანოთ.
  11. ნეთბუქის მონიტორი არ დაასველოთ წყლით ან საწმენდი საშუალებებით.
  12. არ გაწმინდოთ ნეთბუქი, როდესაც ჩართულია ელექტროენერგიის წყაროში.
  13. სანამ გაწმენდთ, დარწმუნდით, რომ ნეთბუქი გამორთულია. გაწმინდეთ ოდნავ ტენიანი რბილი ქსოვილით.
  14. LCD მონიტორის მტვრისგან დასაცავად ნეთბუქი შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში.

No comments:

Post a Comment