Saturday, February 15, 2014

კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“



საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლის 1 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს

„ნახატები ბიბლიურ თემებზე“

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლის მოსწავლეს 

კონკურსი გაიმართება სამ ასაკობრივ ჯგფში:
6-დან 9 წლამდე
10-დან 14 წლამდე და
15-დან 18 წლამდე

განაცხადები მიიღება 2014 წლის 11 აპრილამდე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11-დან 18 საათამდე.

კონკურსანტებმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი.

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართ. კონკურსის დებულება იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე557 129 929 _ თინათინ ჯაფარიძე


No comments:

Post a Comment