Wednesday, February 19, 2014

მშობელთა კრება

ხვალ 20 თებერვალს 3 საათზე, 409 საკლასო ოთახში ჩატარდება მშობელთა კრება. დასწრება სავალდებულოა.

Saturday, February 15, 2014

კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“



საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლის 1 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს

„ნახატები ბიბლიურ თემებზე“

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლის მოსწავლეს 

კონკურსი გაიმართება სამ ასაკობრივ ჯგფში:
6-დან 9 წლამდე
10-დან 14 წლამდე და
15-დან 18 წლამდე

განაცხადები მიიღება 2014 წლის 11 აპრილამდე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11-დან 18 საათამდე.

კონკურსანტებმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი.

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართ. კონკურსის დებულება იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე557 129 929 _ თინათინ ჯაფარიძე


Wednesday, February 5, 2014

მშობელთა კრება

ხუთშაბათს, 6 თებერვალს 15:30 სთ-ზე, 409 საკლასო ოთახში ჩატარდება მშობელთა კრება, გთხოვთ მობრძანდეთ.