Tuesday, March 5, 2013

რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში




IV რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში IV კლასელებისათვის ჩატარდება 2013 წლის 23 მარტს 11 სთ-ზე ერთ ტურად. რეგისტრაცია იწარმოებს 20 მარტის ჩათვლით. ოლომპიადაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს. დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე, სოფელ წეროვნის სკოლის მოსწავლეთათვის ოლიმპიადაში მონაწილეობა  უფასოა. ბანკში თანხის გადახდის შემდეგ მონაწილეობის მსურველი მოსწავლე ავტომატურად დარეგისტრირდება. თანხის გადახდის დროს მისათითებელია მოსწავლის სახელი და გვარი. ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს ბანკის ქვითარი.

მისამართი
  • დიდი დიღომი, მისის დასახლება ნაკვეთი #368;
  • დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი. ორთაჭალა გრიშაშვილის #51;
  • . წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა. ვარკეთილი, შუამთის ქუჩა #21;
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:http://sxivi.ge/ge/Icerik.ASP?ID=224

No comments:

Post a Comment