Friday, October 18, 2019

ექსკურსია ბეთანიაში

ექსკურსიაზე წასვლის თარიღი: 2/11/2019 წ.

შეკრების ადგილი: ვაჟა-ფშაველას სახელობის #87 საჯარო სკოლა.

შეკრების დრო: 07:50 სთ.

გასვლის დრო:08:00 სთ.

ექსკურსიიდან დაბრუნების დრო: 17:30 სთ.

მშობლებს გთხოვთ 17:30 სთ-ზე  მოაკითხოთ ბავშვებს წასაყვანად სკოლასთან.



მშობლების განცხადების ფორმა

ექსკურსიის გეგმა


Tuesday, October 8, 2019

სკოლის შინაგანაწესი

გთხოვთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გაეცნოთ სკოლის შინაგანაწეს და განცხადებები მომაწოდოთ, რომ გაეცანით სკოლის შინაგანაწესს.


სკოლის შინაგანაწესი

Tuesday, October 1, 2019

სერიალში გადაღება

ტელეკომპანია იმედს ახალ სერიალში მასიური სცენის გადასაღებად სჭირდება ბავშვები. თუ თქვენ თანახმა ხართ, რომ თქვენმა შვილმა მონაწილეობა მიიღოს გადაღებაში, გთხოვთ დღის ბოლოს ან ხვალ დილით მომაწოდოთ შემდეგი შინაარსის განცხადება.

                                                          ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო 
                                                          სკოლის დირექტორს ბატონ დავით ჭეიშვილს

                                                          ამავე სკოლის V-გ კლასის მშობლის (სახელი გვარი)

განცხადება

თანახმა ვარ ჩემმა შვილმა (სახელი გვარი) მონაწილეობა მიიღოს ტელეკომპანია იმედის ახალი სერიალის მასობრივი სცენის გადაღებაში.

(ხელმოწერა)
(თარიღი)

მშობელთა კრება

პარასკევს 4 ოქტომბერს 14:30 სთ-ზე, 308 კაბინეტში ჩატარდება მშობელთა კრება.

Saturday, September 14, 2019




მოგესალმებით ჩემო კარგებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ეკლესიურ ახალ წელს. გისურვებთ მყარი ცოდნის მიღებას, თქვენი მოლოდინების გამართლებას,  ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ცხოვრებაში და უამრავ წარმატებას რომლითაც მუდამ ვიამაყებთ ჩვენ და თქვენი ახლობლები. 

  
P.S. ორშაბათს 8:30 საათზე, გელოდებით 308 კაბინეტში.

Friday, May 17, 2019

მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის-2019"

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ქართულ უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან  ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2019“ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეების.