Monday, September 30, 2013

Friday, September 27, 2013

მშობელთა საყურადღებოდ


ორშააბათს 30 სექტემბერს, აღდგება გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრის გაკვეთილების განრიგი და სწავლა დაიწყებს 9 საათზე.

ინგლისური ენის ოლიმპიადა "KING'S ENGLISH"

ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 2013 წლის 23 სექტმბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. ოლიმპიადის პირველ და მესამე ტურში მონაწილეობა უფასოა, ხოლო მეორე ტურის ღორებულება შეადგენს 15 ლარს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია "კინგსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kings.ge

Sunday, September 15, 2013

მშობელთა საყურადღებოდ

ვართ პირველ ცვლაში და ორშაბათს, 16 სექტემბერს სწავლას ვიწყებთ 8:30 სთ-ზე.

გაკვეთილების ცხრილი და განრიგი



ორშაბათი


  1. ქართული

  2. ისტი

  3. მათებატიკა

  4. ჩვენი გარემო

  5. ინგლისური

სამშაბათი

  1. სპორტი

  2. ქართული

  3. მუსიკა

  4. მათემატიკა

  5. ხელოვნება

  6. ისტორია

ოთხშაბათი

  1. ინგლისური

  2. მათემატიკა

  3. ისტი

  4. ქართული

  5. ჩვენი გარემო

ხუთშაბათი

  1. ჩვენი გარემო

  2. სპორტი

  3. ისტორია

  4. ქართული

  5. რელიგია

პარასკევი

  1. ხელოვნება

  2. ქართული

  3. ინგლისური

  4. მათემატიკა

  5. ისტორია





გაკვეთილების განრიგი

  1. 8:30  სთ. - 9:15     სთ.

  2. 9:20  სთ.  - 10:05   სთ.

  3. 10:10 სთ. - 10:55  სთ.

  4. 11:05 სთ. - 11:50  სთ.

  5. 11:55 სთ. - 12:40  სთ.

  6. 12:45 სთ  - 13:30  სთ.

Thursday, September 12, 2013

სასკოლო წიგნები

ძვირფასო მშობლებო შეგახსენებთ, რომ სწავლა 16 სექტემბერს იწყება. ასევე გთხოვთ მობრძანდეთ პარასკევს 13 სექტემბერს, 10 სთ-ზე 315  ოთახში წიგნების მისაღებად. თან აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები.

ბრძანება სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №103/ნ
2013 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი

მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ12 ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით  სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის  უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების  ზოგადი წესი და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე




დანართი
მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დანართი განსაზღვრავს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით (შემდგომში − სახელმძღვანელოები) უზრუნველყოფის მიზნით  სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის  უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სახელმძღვანელოების გამოყენების  ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს (შემდგომში − წესი).
2. ამ წესის მიზანია სახელმწიფო ქონების დაცვის  გზით სახელმწიფო მატერიალური ფასეულობების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში − საჯარო სკოლა), კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში − კერძო სკოლა), მოსწავლეებზე და მოსწავლის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე.

მუხლი 2. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა
1. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის   მოსწავლეები.
 2. სახელმძღვანელოების მიღების უფლებამოსილება წარმოიშობა საჯარო და კერძო სკოლის მიერ მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გდაცემაზე დადებული ხელშეკრულების (შემდგომში − ხელშეკრულება) საფუძველზე.

მუხლი 3. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები
 
1. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა ფასდება 15 ქულიანი შკალით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) ყდის მდგომარეობა:
ა.ა) დაუზიანებელი − 5 ქულა;
ა.ბ) უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა;
ა.გ) დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა;
ა.დ) მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული  − 1 ან 2 ქულა.
ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე:
ბ.ა) მარკირების გარეშე − 5 ქულა;
ბ.ბ) უმნიშვნელოდ მარკირებული − 4 ქულა;
ბ.გ) მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი −3 ქულა;
ბ.დ) მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
გ) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა:
გ.ა) დაუზიანებელი − 5 ქულა;
გ.ბ) უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა;
გ.გ) დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა;
გ.დ) დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტითა ან/და ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დაზიანების არსებობის შემთხვევაში სახელმძღვანელო ფასდება 0 ქულით;
4. მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო.
5. სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა (შემდგომში − ქულა) შეადგენს 8 ქულას და ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.

მუხლი 4. სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესი
1. საჯარო და კერძო სკოლა ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ მათთვის გადაცემული სახელმძღანელოების შეფასება ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი შკალის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყონ სახელმძღვანელოების გადაცემა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამინისტროს მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეების მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისათვის.
გ) შეაფასონ სახელმძღვანელო ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი შკალით მოსწავლის მშობლისადმი/კანონიერი წარმომადგენლისადმი გადაცემამდე და მისი დაბრუნების შემდეგ;
დ) მოსწავლეს გამოსაყენებლად გადასცენ არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო;
ე) სახელმძღვანელოების მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემაზე დადონ ხელშეკრულება მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.
2. მოსწავლე ვალდებულია:
ა) სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის;
ბ) არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს;
გ) უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა;
დ) გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.
3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა;
ბ) არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის;
გ) სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში სკოლას დაუბრუნოს სახელმძღვანელოები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შკალის მიხედვით არაუმეტეს 3 ქულით გაუარესებულ მდგომარეობაში.

მუხლი 5. სახელმძღვანელოების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი
1. კერძო და საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან აწარმოონ სახელმძღვანელოების ყოველწლიური ელექტრონული რეესტრი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სახელმძღვანელოს დასახელება;
ბ) სახელმძღვანელოს ავტორი;
გ) კლასი, რომელში სწავლებისთვისაც არის განკუთვნილი სახელმძღვანელო;
დ) სახელმძღვანელოს გამოცემის წელი და გამომცემლობა;
ე) სახელმძღვანელოსათვის მინიჭებული ქულა მისი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემამდე და მისი დაბრუნების შემდგომ;
ვ) მოსწავლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი, რომლის სწავლების უზრუნველსაყოფადაც ხდება სახელმძღვანელოს გაცემა;
ზ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;
თ) მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულების თარიღი და ნომერი;
ი) მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი;
2. კერძო და საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების ელექტრონული რეესტრი არაუგვიანეს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით შესაბამისი კლასისათვის გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დასრულების თარიღიდან, ხოლო კერძო და საჯარო სკოლის მიერ წლიური გამოცდების დანიშვნის შემთხვევაში, წლიური გამოცდების დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინონ  სააგენტოს, რაც აძლევს მათ უფლებას შემდგომ სასწავლო წელს მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად მიიღონ სახელმძღვანელოები.

მუხლი 6. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა

1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულებისა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, ასევე სახელმძღვანელოს დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო იდენტური შინაარსის და რედაქციის  სახელმძღვანელოთი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ართმევს უფლებას მომდევნო საწავლო წელს, მოსწავლის სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის მიზნით, დადოს ხელშეკრულება საჯარო ან/და კერძო სკოლასთან.
4. ობიექტური გარემოების არსებობისას, სამინისტრომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედების მოსწავლის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე გაუვრცელებლობის შესახებ.